წყალტუბო, eTwinning -ის ტრენინგი

       1 დეკემბერი დადგა თუ არა თოვლიც მოვიდა. თოვლი სხვა დროსაც მოსულა და სულ სიხარულით ვხვდებოდი. მაგრამ წლევანდელი თოვლი განსაკუთრებული გამოდგა ჩემთვის. რატომ? წყალტუბოში ტრენინგზე ვიყავი წასასვლელი... თოვლი კი მართლაც რომ უჩვეულოდ დიდი მოვიდა. ჩაიკეტა ბათუმი-ხულოს საავტომობილო გზა, სხალთაზე კი საერთოდ რაღა მეთქმის. არადა როგორ მინდოდა ამ ტრენინგზე წასვლა :-(

 12 დეკემბერს ფეხით გავუდექი გზას, რომ ბათუმი-ხულოს გზაზე გავსულიყავი. თანამგზავრიც ვნახე, მეზობელი სოფლიდან ვარო. გზად ფურტიოს თაღოვანი ხიდი გადავიღე მობილურით.

ფურტიოს თაღოვანი ხიდი

 ფურტიო შუახევის რაიონის სოფელია. სხალთიდან ბათუმისაკენ, რომ წახვალ ეს სოფელი უნდა გაიარო რომ ბათუმი-ხულოს გზაზე გახვიდე. ფურტიოდან სხალთისწყლის ხევი გადავიღე.

 აქ კი მდინარე სხალთისწყალისა და აჭარისწყალის გამყოფი ქედია.
მალე გზაზე გავედი. საცალფეხო გზით 15 კმ ვიარე.  შვიდი საათი მოუნდა "ჯიპი" ბათუმამდე.


13-17 დეკემბერს ჩაგვიტარდა ტრენინგი  „პროექტების დაგეგმვა და მართვა eTwinningPlus-ის ფარგლებში“


13-14 დეკემბერი
http://www.etwinningplus.ge/img/book.pdf
http://www.etwinningplus.ge/img/ppf.pdf
ტრენინგი ნინო მარღიშვილმა ჩაგვიტარა/

http://ninomargishvili.blogspot.com/

15-17 დეკემბერი
„პროექტების დაგეგმვა და მართვა eTwinningPlus-ის ფარგლებში“,  პრაქტიკული ნაწილი, სადაც ვისწავლეთ, როგორ გაგვეხორციელებინა სასწავლო პროექტი ტრენერმა ხათუნა ციხელაშვილმა ჩაგვიტარა.



მან თავი დამამახსოვრა როგორც პროფესიონალმა ტრენერმა ასევე გულისხმიერმა ადამიანმა. დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნას იმ სითბოსათვის, რაც თითოეული ჩვენგანის მიმართ გამოიჩინა ტრენინგის დღეებში.


ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა eTwinning-ზე რეგისტრაცია, პროექტშიც მოწვევაც მალე მომივიდა. 25 დეკემბერს TwinSpaces -ზე პროექტში:"Деньги моей страны"  მე და ჩემი სკოლა დაგვამატეს.

წყალტუბო,  eTwinning -ის ტრენინგი-სლაიდები 


ლეილა მუშამბაძე's Slidely by Slidely Slideshow




იტვინინგის ტრენინგი13-17დეკემბერი, წყალტუბო














eTwinning Certificate












No comments:

Post a Comment