10 ოქტომბერი 2015 წელი
eTwinning -ის პროგრამა-/”ილუსტრირებული ანიმაციების შექმნის” ტრენინგის რეფლექსია.
- ”ყინულის გადნობა” -ჩვენი თავის წარდგინება (საკუთარი facebook -ის შექმნა ფურცელზე)
- საჩუქრები eTwinning-ისგან
- eTwinning Plus.net პორტალის პრეზენტაცია (ლელა ვერულიძე)
- საგანმანათლებლო მოძრავი ანიმაციის ჩვენება
- www.canva.com განხილვა/პრეზენტაცია/კომენტიტება
- პროფესიული პოსტერის შესაქმნელად, სცენარის დაგეგმვა და სახალისო პლაკატის შექმნა ფორმატზე
- ფოტო სესია
- პოპოვის ანიმაციური ფილმის ჩვენება,შექმნა და განხილვა
- საგანმანათლებლო თამაშის დაგეგმვა, არა საგანმანათლებლო რესურსებით
- საგანმანათლებლო თამაში ჯგუფებში
- რეფლექსია/საკუთარი ემოციის გამოხატვა, სუფთა ქაღალდის გამოყენებით
- პოპოვის ფილმის მიხედვით, საკუთარი პროექტისთვის სცენარის შემუშავება
- powerPoint-ის გამოყენებით ანიმაციური ფილმის შექმნა და პრეზენტაცია
- ახალი დავალების მიღება
დღევანდელი დღის უკეთ წარმათვისთვის და ჯგუფში კომუნიკაციისათვის, ტრენერმა შემოგვთავაზა აქტივობა “ყინულის გადნობა”.აუდიტორიას წარვადგინეთ ჩვენი თავი facebook-ის შექმნით ფურცელზე.
აუდიტორიის ყველა წევრმა მიიღო eTwinning ჯგუფისაგან საჩუქრები, რომელიც იყო მზაობა და მოტივაცია ჩვენთვის.
ტრენინგის მონაწილე ქალბატონმა ლ.ვერულიძემ აუდიტორიას გააცნო eTwinning Plus.net პორტალზე ახალი და ძველი ინტერfეისები, აუდიტორია აქტიური და ინტერესით აღსავსე იყო.
გვაჩვენეს საგანმანათლებლო მოძრავი ანიმაცია, რომლის მიზანიც იყო მცირე resursebit რამდენად ეფექტურადაა შესაძლებელი მოკლე დროში, მნიშვნელოვანი იდეის გადმოცემა, ასევე სწორედ გადაწყვეტილ ანიმაციას, ენობრივ ბარიერს ხსნის.
მოხდა ახალი ინტერნეტ რესურსის www.canva.com -ის განხილვა/პრეზენტაცია, რომლის მიზანი გახლდათ საგანმანათლებლოდ გამოსაყენებელი სხვადასხვა საინტერესო რესურსების შექმნა, მაგალითად: წიგნის ყდის დიზაინი, პოსტერები, აფიშები და სხვა.წყილებს დაევალა აქტიური პროექტისთვის ელექტრონული პოსტერის დამზადება, რომელიც საინტერესო, მარტივია და პრაქტიკაშიც ადვილი დასაგეგმია.
დაგვევალა ჩვენი პროფესიული დონის პოსტერის შექმნა, რომლისთვისაც საჭირო გახლდათ წინასწარ სწორად დაგეგმილი სცენარის შექმნა და ჯგუფებში სახალისო პლაკატის დამზადება. რის შემდეგაც გაიმართა ფოტოსესია ნამუშევრებთან ერთად, რითაც მოხდა ჩვენი განტვირთვა.
გვაყურებიეს დ.პოპოვის ანიმაციურ ფილმზე, სადაც მარტივი გეომეტრიული ფიგურებითა და ანიმაციებით , გასაგები გახდა დასახული იდეა.რომლის მაგალითზე წყვილში ჩვენს მიერ powerpoint-ის გამოყენებით შექმნა, აქტიური პროექტის ანიმაცია. წყვილებმა შევძელით პრეზენტაცია აუდიტორიის წინაშე.
დღის ბოლოს ტრენერის მითითებით ჩვენმა წყვილმა მიიღო დავალება ანუ უნდა შეგვესრულებინა powerpoint-ში შესრულებული ანიმაციის მე-2 ნაწილი.
11 ოქტომბერი 2015 წელი
- მისალმება/ გასული დღის რეფლექსიის გახსენება
- google dokument-ში წინა დღის რეფლექსიის ატვირთვა/გაგზავნა ტრენერთან და ჩათში მეგობრების დამატება
- ახალი ინსტრუმენტით www.powtoon.com ანიმაციის შექმნა,მასში მუშაობის შესწავლა
- აქტივობა-ტექსტის აწყობა(unscramble),ჯგუფებში მუშაობა
- ახალი ინსტრუმენტის www.scratch.mit.edu-ს განხილვა
- სლაიდ პრეზენტაცია-”რეალობის სუბიექტურობა და აღქმის უნარი” ხ.ციხელაშვილი
- ინსტრუმენტ “ონლაინ გამოკითხვა”-www.easypoiis.net -ის განხილვა.
- საღამოს დავალება
მეორე დღე დაიწყო მისამებით და გვთხოვა ტრენერმა ჩამოგვეწერა ინდივიდუალურად გასული დღის რეფლექსია, შედგა აუდიტორიის წინაშე წაკითხვა თანმიმდევრობით
ტრენერის მითითებით მზა რეფლექსია აიტვირთა google.dokument-ში, ასევე ცვლილებებისთვის ჩატში დავიმატეთ მეგობრები, მომავალში თანამშრომლობის მიზნით.
ტრენერმა გაგვაცნო powtoon-ი, როგორც ახალი ინსტრუმენტი, ანიმაციების შესაქმნელად.დეტალურად აგვიხსნა მუშაობის სპეციფიკა, რომელსაც გამოვიყენებთ საგანმანათლებლო პროექტების შესაქმნელად
აქტივობა-” ტექსტის აწყობა”, განხორციელდა 2 დიდ ჯგუფში, მივიღეთ შესაბამისი ინსტრუქცია-დაგვირიგდა დაჭრილი ტექსტი, რომელიც უნდა აგვეწყო და გაგვეკრა კედელზე.წავიკითხავდით რიგრიგობით,შეცდომისა და წესების დარღვევის შემთხვევაში, სვლა გადადიოდა შემდეგ ჯგუფზე. აღნიშნული აქტივობა ემსახურება, გუნდურ მუშაობას,კონკურენციას,კრიტიკულ აზროვნებისკენ სწრაფვა, გაგვემთლიანებინა და შეგვეკრა გარკვეული სირთულის დავალება, ერთი საქმიდან მეორეში გადასვლა…
scratch.mit.edu ინსტრუმენტის განხილვამ დაგვანახა ანიმაციური ფილმების შექმნის ახალი სივრცე, რამაც გააფართოვა ჩვენი არეალი, შევძელით მარტივი ანიმაციის შექმნა პრაქტიკულად.
გავეცანით ქალბატონ ხ.ციხელაშვილის მიერ შექმნილ პრეზენტაციას, თემაზე:”რეალობის სუბიექტურობა და აღქმის უნარი”, სადაც გავიხსენეთ შემეცნების მახასიათებლები და ოპ-არტის ხელოვნების ნიმუშებს, აღქმასა და განწყობაზე, აუდიტორია გააქტიურდა და გამოხატეს საკუთარი შთაბეჭდილებები. რის შემდგომაც ჩამოყალიბდა საერთო აზრი, რომ აღქმა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის განათლებაზე, გამოცდილებაზე, განწყობასა და სხვა ფაქტორებზე, რაც მასწავლებლის მიერ უნდა იქნეს გათვალისწინებული...
ოლნაინ ინსრტუმენტ easypolls-ის გამოყენებით , ერთჯერადი გამოკითხვისათვის შევქმენით საგანმანათლებლო კითხვარები, რომელსაც გამოვიყენებთ სასწავლო პროცესში ანკეტირებისთვის..,
დღის დასასრულს მივიღეთ დავალებები და გადავიღეთ სამახსოვრო სურათები ითვინინგელებმა.
No comments:
Post a Comment